ტარხუნის ლიმონათი

ტარხუნის ლიმონათი

მომზადების დრო: 15 წუთი

ულუფა: 4

ინგრედიენტები

შაქარი - გემოვნებით

ცივი წყალი - 1 ლ

ტარხუნა - 2-3 დიდი კონა

ლიმონი - 1

ყინული

მომზადების წესები

ტარხუნიდან და ლიმონიდან გამოწურეთ წვენი წვენსაწურში.

თუ არ გაქვთ წვენსაწური, დააბლენდერეთ და საწურში ან მარლაში გაწურეთ.

ჩაასხით გრაფინში, შეავსეთ წყლით, დაატკბეთ გემოვნების მიხედვით, დაამატეთ ყინული და მიირთვით.