მაღაროელების გაფიცვა(VIDEO)

მაღაროელების გაფიცვა(VIDEO)

პროტესტი ჭიათურაში. გაფიცულები არიან მაღაროს მუშები. აქციის მონაწილეები დაბალ ხელფასებსა და მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. მუშების თქმით, მათი საშუალო ანაზღაურება 200-დან 300 ლარამდე მერყეობს, რაც შესრულებულ სამუშაოს არ შეესაბამება. არცერთ გაფიცულს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან" შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვს. მაღაროელები ჰყვებიან, რომ უკმაყოფილების გამოხატვის შემთხვევაში კხელმძღვანელობა მათ სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდა.