განმეორებითი არჩევნები სამ რაიონში და ნაციონალური მოძრაობის დამარცხებული კანდიდატები. სიღნაღში, გორსა და ხაშურში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს. შედეგად კოალიცია პარლამენტში 3-ით მეტ ანუ ჯამში 41 მაჟორიტარ დეპუტატს გაიყვანს. დავიწყოთ სიღნაღით, სადაც ამომრჩევლებმა განმერებით ხმა მე-5 უბანზე მისცეს. შედეგები ასეთია-ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა გელა გელაშვილმა 527 ხმა დააგროვა, კონკურენტმა ნაციონალური მოძრაობიდან კი-86. შედეგების გამოცხადებამდე ადგილობრივები უბნის წინ იყვნენ შეკრებილები. მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ სიღნაღში ფეიერვერკები გაუშვეს.