„არ მაინტერესებს, რას დაწერს ცესკო, მე თავს ზესტაფონის მერად ვაცხადებ“

„არ მაინტერესებს, რას დაწერს ცესკო, მე თავს ზესტაფონის მერად ვაცხადებ“

ზესტაფონის 51-ე საოლქო კომისიასთან პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აქცია მიმდინარეობს.

პარტიის ლიდერი კახა კუკავა და მერობის კანდიდატი გოგი წულაია შენობასთან პარტიის კოორდინატორებთან ერთად მივიდნენ. წულაიას განცხადებით, მათ პროტესტის ნიშნად, დამკვირვებლები ყველა უბნიდან მოხსნეს.

„წინასაარჩევნო პერიოდში მე ვნახე, როგორ გვიჭერს მხარს მოსახლეობა, მე არ მაინტერესებს, რას დაწერს ცესკო, მე თავს მერად ვაცხადებ და როდესაც დავჭირდები ზესტაფონელებს მათ გვერდით ვიქნები. დაშინება დაიწყო. ჩემი კოორდიანტორების ნაწილი აღარ მეკონტაქტება და ტელეფონები გათიშეს. დაშინებული ადამიანები ვერ საუბრობენ და მე ვისაუბრებ მათ ნაცვალად. არ გაუვათ გაყალბება და დავიცავთ ხმებს“,- განაცხადა გოგი წულაიამ.

კახა კუკავას თქმით, მოსალოდნელია მეორე ტური, სადაც მის კანდიდატს გადასვლის დიდი შანსი აქვს.

სოციალისტი კარგია ბატონი გოგი ზესტაფონის მერად! თუ კომედიანტი ზელენსკი იმხელა უკრაინის პრეზიდენტი გახდა, რავა ბატონი გოგი ზესტაფონის მერობასაც ვეღარ გაქაჩავს??
6 წლის უკან