სოციალურ ქსელში, მომხმარებელი, ირაკლი ლატარია შემდეგ პოსტს აქვეყნებს: "რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით თუ რა ძალაა ზოგადად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თუ როგორ სურთ მათ ქვეყანაში ქვა-ქვაზე არ დარჩენა, როგორ სწყურიათ უკან მობრუნება, საზოგადოების გახლეჩვა, უდანაშაულო ადამიანების ისევ ციხეებში შეყრა, წამება, ქონებების ჩამორთმევა და ადგილზე დახვრეტაც - კი.
ვერც ერთი ქართველი ამ აუდიოჩანაწერს ვერ მოუსმენს ემოციის გარეშე და აქვე აღვნიშნავ ყველაზე მთავარს: ჰიტლერს და მის გარემოცვას არ სძულდათ ისე ებრაელები, როგორც ამათ ვეზიზღებით ჩვენ, ქართველები, რომელიც თემურ ალასანიამ, ნიკა გვარამიამ და ახლა უკვე თითქმის მთელმა მათმა აქტივმა ღიად გამოხატა.
ჩვენ, მაინც ვვითარდებით, წინ მივდივართ, მაგრამ ენმ-ის წარმომადგენლები კი - უკან-უკან გვექაჩებიან, ქუჩაში დახვრეტებისა და სამოქალაქო ომისკენ. მაგრამ ეს არ განმეორდება, აღარასოდეს!!!
პს: ეს ყველაფერი არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რომელზეც რეაგირება უნდა იყოს უკმაცრესი".