ხელჩართული ჩხუბი საარჩევნო უბანზე - 4 კაცი ერთმანეთზე დაეცა

ხელჩართული ჩხუბი საარჩევნო უბანზე - 4 კაცი ერთმანეთზე დაეცა

სოფელ კოკში ცოტა ხნის წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ამის მიზეზი კოკის #97 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მიერ შეცდომით დაწერილი საჩივარი გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელოს რაიონის სოფელ კოკში ადმინისტრაციული წესით ერთი პირი დააკავა.

მათივე ცნობით, პირი დაკავებულია 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.