ზუგდიდში, 21-ე უბანზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორი და ოპოზიციის წევრი ანა წითლიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ზუგდიდში, 21-ე უბანზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორი და ოპოზიციის წევრი ანა წითლიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ზუგდიდში, 21-ე საუბნო საარჩევნო კომისიასთან ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კოორდინატორი და გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ანა წითლიძე.

ინციდენტი გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ საარჩევნო უბანთან რამდენიმე პირს საარჩევნო სიების ქსეროასლი ჰქონდა. გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა ანა წითლიძემ ამ დარღვევებზე პასუხის გაცემა სთხოვა „ქართული ოცნების“ კოორდინატორს, რის შემდეგაც კოორდინატორმა მას ხელი ჰკრა.

სამართალდამცველებმა „ქართული ოცნების“ კოორდინატორი პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.