მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა, დიდი ალბათობით პირველ ტურში გავიმარჯვებთ

მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა, დიდი ალბათობით პირველ ტურში გავიმარჯვებთ

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, მთაწმინდაზე საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილთან, ბერა ივანიშვილთან ერთად, მივიდა. მან საკუთარი არჩევანი რამდენიმე წუთის წინ დააფიქსირა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ შუალედურ არჩევნებში გამარჯვებას „ქართული ოცნების“ კანდიდატები მოიპოვებენ.

„დარწმუნებულ ვარ, რომ ქართველ ხალხი დღესაც სწორ არჩევანს გააკეთებს, როგორც მთაწმინდაში, ისე სხვა ოლქებშიც, აქტიურობა მაღალია და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების კანდიდატები დიდი უპირატესობით დღეს გაიმარჯვებენ. დღევანდელი არჩევნები, თავისი მნიშვნელობით, ისევე როგორც ბოლო წლებში ქართველი ხალხის სწორი არჩევანით, ჩვენ მოვახერხებთ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სწორი მიმართულებით განვავითარებთ. მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა უპირატესობა იქაც ჩვენი კანდიდატების დიდია და დიდი ალბათობით, პირველივე ტურში უნდა გაიმარჯვონ ქართული ოცნების კანდიდატებმა“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

სოციალისტი ახლა კი ვიცი როგორ მოკლეს ილია!!!
6 წლის უკან