პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, მთაწმინდაზე საარჩევნო უბანზე მეუღლე ეკა ხვედელიძესთან და შვილთან, ბერა ივანიშვილთან ერთად, მივიდა. მან საკუთარი არჩევანი რამდენიმე წუთის წინ დააფიქსირა. ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა:
“ქართველი ხალხი დღესაც სწორ არჩევანს გააკეთებს.როგორც მთაწმინდაზე ისე სხვა ოლქებშიც. აქტივობა მაღალია. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების” კანდიდატები დიდი უპირატესობით დღესაც გაიმარჯვებენ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მეორე ტურის ალბათობა არსებობს, თუმცა უპირატესობა ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების” მხარეს არის.
„მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა იქაც ჩვენი კანდიდატების უპირატესობა დიდია და დიდი ალბათობით, პირველსავე ტურში უნდა გაიმარჯვონ „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა,- განაცხადა “ქართული ოცნების” ლიდერმა.