“ჩუსტები ძირს დააყრევინა“ – ნიკა გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

“ჩუსტები ძირს დააყრევინა“ – ნიკა გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

ზუგდიდის 95-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური იყო. ერთმანეთს „რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მოქალაქე ქეთევან სორდია დაუპირისპირდნენ.

როგორც სორდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა გვარამია მას ფიზიკურად გაუსწორდა, ასევე „ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ჩუსტები ჰქონდა, გამოართვა და ძირს დააყრევინა“.

„ნიკა გვარამიამ მითხრა, სიები გაქვსო, ამოიღე რა გიჭირავს ხელშიო. ასევე მკითხა, აქ რატომ დგახარო, რაზეც ვუთხარი, რომ მე ვარ მოქალაქე და ვდგავარ აქ. ამ დროს დამეჯახა და წამართვა პარკი, ასევე გადმომიგდო სათვალე. ვაი, იმ სამეგრელოს, ესენი რომ შემოუშვა“, – განაცხადა სორდიამ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ვითარების განმუხტვას გარშემომყოფები ცდილობდნენ.

თავის მხრივ, ნიკა გვარამიამ აღნიშნულ ქალბატონს „ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდული უწოდა.

სოციალისტი ეს კაცი, გვარამია რამის დირექტორი როგორ არის როცა გაქანებული გიჟია?! თან რას ჰგავს, ბურუნდუკია ნამდვილი!
6 წლის უკან