არავინ გაბედოს შვილი სიგარეტზე გააგზავნოს მაღაზიაში! ან ლუდზე! ან ნაყინზე! ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა

არავინ გაბედოს შვილი სიგარეტზე გააგზავნოს მაღაზიაში! ან ლუდზე! ან ნაყინზე! ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე ტელეკომპანია “პირველს” ტენდენციურობასა და მიკერძოებულობაში ადანაშაულებს:

“ტვ პირველი”  მართლა კი არ უნდა გადაუჯოკროთ,  კაცო, სიტუტუცეში “რუსთავი 2 “-ს, ტეხავს! ეთერში აჩვენებენ რაღაც ფოტოს, სადაც ჩანს,  ზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩაზე საშუალო  ასაკის ქალბატონი, ასე 16-17 წლის ბ ი ჭ ს  უწვდის ფულის კუპიურას… ტვ-პირველის ჟურნალისტი აკეთებს  კომენტარს – “აი, ეს ფოტო მოგვაწოდა ჩვენ  ზუგდიდის ერთ-ერთმა მცხოვრება და ამ  ფოტოზე ჩანს როგორ აძლევს ეს ქალბატონი  ფულს ამომრჩეველს იმაში, რომ მან ქართულ  ოცნებას მისცეს ხმა”…. ვა, კაცოო! ჯერ ერთი თქვენ რა იცით, იქნებ “ნაცებს” მიეცი ხმაო – მაგაში აძლევს ფულს? ფოტოზე საიდან გაარკვიეთ ვის აძლევს ხმას? მეორეც – რა იცით, რომ მაინცდამაინც არჩევნების გამო აძევს ეგ ქალი მაგ ბავშვს ფულს? იქნება და დედამისია და ეუბნება – წადი შვილო,  ნაყინი იყიდეო?! ან ეუბნება – პური  მოიტანე სახლში და ყავა გაგვითავდა კიდეო? მაგრად გამოგაქვთ ხოლმე თქვენ დასკვნები! ესე იგი, დღეს ზუგდიდში არავინ გაბედოს შვილი სიგარეტზე გააგზავნოს მაღაზიაში! ან ლუდზე! ან ნაყინზე! “ნაცების” და მათი ჯიბის ტელევიზიებვის აზრით – ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა!” – წერს ბაკურ სვანიძე