“სააკაშვილმა, სანდრას მეშვეობით, ყველა ჩაუშვა”

“სააკაშვილმა, სანდრას მეშვეობით, ყველა ჩაუშვა”

მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტი ბონდო ძმინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ზუგდიდში კომისიის წევრებად და დამკვირვებლებად წარდგენილთა ზუსტი აღრიცხვა იმდენად ზუგდიდის არჩევნებში მონაწილეობას არ ემსახურებოდა, რამდენადაც შორსმიმავალ გეგმას.

ეს სწორედ ის ხალხია, ვისი იმედიც აქვთ ნაცსექტის ლიდერებს კონტრდემოკრატიული პროცესების დროს. ესენი არიან დეზინფორმატორები და ზონდერჯგუფების წევრები.

ახლა ყველამ ერთად მოიყარა თავი ზუგდიდში და ყველა აღრიცხულია საარჩევნო კომისიაში.

ბუნებრივად აღმოჩნდნენ ერთ სივრცეში და ვერც კი მიხვდნენ, რა შარში არიან, – ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნების წინ სასიცოცხლოდ სჭირდებოდა მათი განეიტრალება და შუალედური არჩევნები მასშტაბურ სპეცოპერაციად გადაიქცა.

სააკაშვილმა, სანდრას მეშვეობით, ფაქტობრივად, ყველა ჩაუშვა, თორემ მისთვის ისედაც ცხადია, რომ ზუგდიდი რულოვსს არ აირჩევს.

საინტერესოა, რა დაჯდა და რამდენად ძვირად შეაფასა სააკაშვილმა ეს ოპერაცია? – იაფი ნამდვილად არ დაჯდებოდა”, – წერს მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.