მთაწმინდაზე საკუთარი არჩევანი გააკეთა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მან პოზიცია მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე გამოხატა. ქვეყნის ყოფილმა მთავარსარდალმა ჟურნლისტებთან საუბრისას განაცხადა:
“დღეს მე ხმა მივეცი იმას, რომ დამთვარდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში, იმისთვის, რომ მოვიდნენ პატრიოტი ადამიანები ხელისუფლებაში. ჭაობი დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა ჩვენ და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი. მთაწმინდელებს მინდა მოვუწოდო, ვისაც გესმით და არჩევთ თეთრსა და შავს, ეს სიმართლე დაგადაიტანეთ საარჩევნო ბიულეტენზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.