ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები და დამკვირვებლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
დამკვირვებლების თქმით, კომისიის თავმჯდომარემ გადასატან ყუთში საკონტროლო ფურცელი ბეჭდის გარეშე ჩააგდო, შესაბამისად გადასატანი ყუთი დაილუქა და 31 ადამიანის ხმის მიცემის უფლების გარეშე დარჩა.
ეს ის უბანია, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა უნდა მისცეს ხმა.
82-ე უბანზე არსებული დამკვირვებლების ნაწილი უბანზე ხმის მიცემის შეწყვეტას ითხოვს.
ამ დროისთვის ხმის მიცემის პროცედურა უბანზე გრძელდება.