მსახიობი გიორგი მეგრელიშვილი ქართულ-შვედურ ფილმს, პირველ ქართულ გეი დრამას “და ჩვენ ვიცეკვეთ” და მის კანის ფესტივალზე ჩვენებას აკრიტიკებს.
"გოგი გვახარია "ზეიმობს" კანში ოქროს ქვიშაში, როგორც კობე აბეს "ქალი ქვიშაში" ისე ზის და ოღონდ კი არ წუხს პირიქით ხარობს. ისეთი ფილმი ჩაიტანეს მისი გემოვნების გასახარად.... ქართულ სტენდზე წერია "მაგდანას ლურჯა" კანში 1955 წელს წარსდგა, - მე კი დავუმატებ, რომ 2019 წელს, დღეს, 17 მაისს კი კანში ერთ-ერთი ფილმი, ქართულ ერთ-ერთ ნაციონალური ანსამბლში მოცეკვავე ბიჭების სიყვარულზე თემით წარსდგა... რა იყო, თემა დაგელიათ??? დარწმუნებული ვარ, რომ ვისკონტის "სიკვდილი ვენეციაში" (თომას მანი) ესეთი ესთეტიკით და ოსტატობით არ იქნება გადაღებული ქართველი მთიულურის მოცეკვავე ბიჭების კუნტრუში..... ხანჯლიანი ბიჭების.... აუუუუ, აი, ესაა "ნოვაცია" და ახალი ხედვა...??? რრრრაღა ქართულის მოცეკვავე ბიჭები.. ჯანდაბას ყოფილიყვნენ დავუშვათ.. დიზაინერები...
P.S მგონი დავბერდი.... ესეც შეიძლება ვიფიქროთ.. ვეღარ მივყვები დროს.... მაგრამ მაინც რაღა ქართული ნაციონალური ცეკვა, მაინც არ მესმის", - წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.