“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით 19 მაისის არჩევნებს ეხმაურება.
“ზუგდიდი პირველ ტურშივე დასრულდება (ორი ძლიერი კანდიდატია მხოლოდ).
მთაწმინდა, ჭიათურა, მარნეული – მეორე ტურები იქნება (მესამეებთან იყოფა).
მხოლოდ ეს პროგნოზი შემიძლია გავაკეთო – თუ პასუხისმგებლობით მოვეკიდები საკითხს.
ოღონდ ეს პროგნოზიც “ნორმალური” პროგნოზია.
ვითარება კი სრულიად “არანორმალურია”.
ამიტომ, ეშმაკმა უწყის, რა მოხდება.”– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.