ყირიმს ოკუპაციისგან გავათავისუფლებთ

ყირიმს ოკუპაციისგან გავათავისუფლებთ

უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნების პირობა დადო. ამის შესახებ ზელენსკი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, ყირიმელი თათრების გადასახლების დაწყების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ პოსტში წერს.

„დღეს ყირიმელი თათრების გადასახლების დაწყების 75-ე წლისთავია. ეს დღე გვახსენებს, რომ შეიძლება გაანადგურო ადამიანები, მაგრამ არა მთელი ხალხის სულისკვეთება. ყირიმელი თათრები ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდნენ, მაგრამ დღეს მათ ისევ რეპრესიები შეეხო, ვინაიდან ოკუპირებულ ყირიმში ისინი უკრაინისადმი ერთგულნი რჩებიან.

მჯერა, რომ ყირიმელი თათრების სამშობლოს ოკუპაციისგან გავათავისუფლებთ. როგორი გრძელიც არ უნდა იყოს გზა ყირიმის დაბრუნებამდე, ჩვენ მას მათთან ერთად გავივლით. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე გრძელ ღამესაც კი განთიადი მოსდევს!“ - წერს ზელენსკი.

სოციალისტი წადი შენი!
6 წლის უკან