"ზუგდიდში „ქართული ოცნება" რომ სრულ მობილიზაციას გამოაცხადებდა, ყველასთვის ცნობილი ფაქტი იყო. არა მარტო სამართალდამცველებზეა აქ საუბარი, ყველა სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებმა რატომღაც გადაწყვიტეს შვებულების განცხადებები დაეწერათ და ეს შვებულება გაეტარებინათ ზუგდიდში”,- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
„ეს ხალხი ჩამოჰყავთ აქ თითქოს მხარდაჭერისთვის, მაგრამ ზუგდიდელებს უკვე რეალურად დიდი ხანია, გადაწყვეტილება მიღებული აქვთ. მათ არჩევანი გაკეთებული აქვთ, უბრალოდ ხვალ საჭიროა ოფიციალურად დააფიქსირონ საარჩევნო ყუთთან.
ჩვენ ჩამოგვყავს ათასობით დამკვირვებელი, რომლებიც ყველა უბანზე იქნებიან წარმოდგენილები სწორედ იმისათვის, რომ არ მოხდეს არჩევნების გაყალბება", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.