"ეს გუნდი გვაძლევს საშუალებას, რომ ძალიან კარგს და ძალიან ცუდს შორის ავირჩიოთ"

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ელენე ხოშტარიამ მთაწმინდის მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ მოსახლეობამ „ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის უკანონობაზე საბოლოოდ უარი უნდა თქვას.

"ხშირად გვაქვს სიტუაცია, როდესაც გვაქვს არჩევანი ცუდსა და უარეს შორის და უნდა გავაკეთოთ ხოლმე ეს არჩევანი, მაგრამ დღეს, შალვა შავგულიძე, ნინო გოგუაძე და ეს გუნდი გვაძლევს საშუალებას, რომ ძალიან კარგს და ძალიან ცუდს შორის ავირჩიოთ და რა თქმა უნდა, 19-ში ზუსტად ამას იტყვიან მთაწმინდელები და მთელ საქართველოში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი მივა და უარს იტყვი ბიძინა ივანიშვილის უკანონობას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.