„მირჩევნია დაგეხმაროთ, ვიდრე ჩემს აყვავებულ ჰოლანდიაში ვიცხოვრო“

„მირჩევნია დაგეხმაროთ, ვიდრე ჩემს აყვავებულ ჰოლანდიაში ვიცხოვრო“

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ამომრჩეველს მიმართავს და აცხადებს, რომ  გამარჯვების შემთხვევაში მზად არის ზუგდიდელებს დაეხმაროს.  

„ჩემო ზუგდიდელებო, ეს ულამაზესი კუთხე ჩემი სახლია, მე ამას აღვიქვამ, როგორც ჩემს ოდა-ბადეს. მას სჭირდება მშენებლობა, მოვლა და მზრუნველობა და მე მზად ვარ, დავუთმო ჩემი მთელი რესურსები და მთელი ენერგია. თქვენ იცით, რომ 25 წელია, მე მირჩევნია დავდგე თქვენს გვერდში და დაგეხმაროთ, ვიდრე ვიცხოვრო ჩემს აყვავებულ ჰოლანდიაში.

გული მტკივა, როცა ვხედავ, რა მოუტანა 7-წლიანმა უპატრონობამ, კორუფციამ, ნეპოტიზმმა და განუკითხაობამ ზუგდიდს - უკიდურესი გაჭირვება, შემოსავლის გარეშე, შიმშილის ზღვარზე დარჩენილი ოჯახები, რომელთა ოჯახის წევრები ხშირად ემიგრაციაში იმყოფებიან,“-  განაცხადა სანდრა რულოვსმა.

სოციალისტი ვაა... მართლა?! )))
6 წლის უკან
სოციალისტი სამშობლო არ გიყვარს ქალბატონო სანდრა?!
6 წლის უკან