7 ნიშანი იმისა, რომ შოპინგზე ხართ დამოკიდებული და ტანსაცმლის ყიდვა ყველაზე მეტად გაბედნიერებთ

7 ნიშანი იმისა, რომ შოპინგზე ხართ დამოკიდებული და ტანსაცმლის ყიდვა ყველაზე მეტად გაბედნიერებთ

საყიდლებზე სიარული ერთგვარი თერაპიაა. ეს პროცესი სტრესისა და დეპრესიის დამარცხებაში გვეხმარება და პოზიტიური განწყობის შექმნას უწყობს ხელს. საყიდლებზე სიარული შესანიშნავი იდეაა, მაგრამ შესაძლოა, ეს მავნე ჩვევად იქცეს, შოპინგზე დამოკიდებული გახდეთ და ყოველივემ არაჯანსაღი სახე მიიღოს.

ვნახოთ შვიდი ნიშანი იმისა, რომ შოპინგზე დამოკიდებული ხართ.

საყიდლებზე დადიხართ სტრესის დასამარცხებლად - სტრესის დასამარცხებლად არაერთი მეთოდი არსებობს, მაგრამ თუ ყოველ ჯერზე, როცა სტრესი გაწუხებთ თუ საყიდლებზე მიდიხართ და სტრესთან საბრძოლველად სხვა მეთოდს არ მიმართავთ, ეს მიუთითებს, რომ შოპინგზე დამოკიდებული ხართ.

სამოსის ყიდვის გადაწყვეტილებას იმპულსურად იღებთ - თუ ყოველ დღე რაღაც ახალს ყიდულობთ, ყიდულობთ ისეთს, როგორიც უკვე გაქვთ, ან ყიდულობთ სამოსს, რომელსაც არასოდეს ჩაიცვამთ, ეს ძალიან სახიფათოა, რადგანაც მიუთითებს, რომ საკუთარი თავის გაკონტროლება გიჭირთ.

ხშირ შემთხევევაში, სამოსში ხარჯავთ იმაზე გაცილებით მეტ თანხას, ვიდრე თქვენი ბიუჯეტი სწვდება - თუ მთელ ფულს სამოსში ხარჯავთ და მერე ხელფასამდე სხვისგან სესხულობთ, კრედიტს იღებთ, ეს შოპინგზე სახიფათო დამოკიდებულების კიდევ ერთი ინდიკატორია.

ერთდროულად ძალიან ბევრ ტანსაცმელს ყიდულობთ - გიჩნდებათ სურვილი, რომ მაღაზიებში რაც სამოსია, ყველაფერი სახლში წაიღოთ, ეს თქვენს შოპინგდამოკიდებულებაზე მიუთითებს.

ერთი და იგივე სტილის სამოსს ყიდულობთ და ყიდულობთ განუწყვეტლივ - ზოგიერთ ადამიანს ასეთი ჩვევა აქვს, ყოველ ჯერზე ერთნაირ სამოსს ყიდულობს. შესაძლოა გქონდეთ ათი ერთნაირი შარვალი, ერთნაირი მაისურები, ეს ფსიქოლოგიური პრობლემების მანიშნებელია.

თუ არ იცვამთ სამოსს, რომელიც იყიდეთ - თუ ყოველ დღე საყიდლებზე დადიხართ, მაგრამ მაინც ძველ სამოსს იცვამთ, ეს ნიშნავს, რომ თქვე უბრალოდ ფულის ხარჯვა და ახალი სამოსის ყიდვა გსიამოვნებთ და შესაძლოა, ეს რთული ფსიქოლოგიური პრობლემების მანიშნებელი იყოს.

თუ ყველაზე ბედნიერი საყიდლებზე სიარულის დროს ხართ - საყიდლებზე სიარული ყველას გვაბედნიერებს, მაგრამ ცხოვრებაში ისეთი რაღაცებიც არსებობს, რაც შოპინგზე უფრო მეტად გვახარებს, თუ ახალი ტანსაცმლის ყიდვაზე მეტად ცხოვრებაში არაფერი გიხარიათ, ეს თქვენს შოპინგ დამოკიდებულებაზე მიუთითებს და შესაძლოა, საქმე იმაზე სახიფათოდ იყოს, ვიდრე წარმოგიდგენიათ.