განსაკუთრებული სტუმარი! პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ახალშობილი ვაჟი, პატარა არჩი ბაბუამ პრინცმა ჩარლზმა მოინახულა.
არჩის სანახავად ბაბუა გუშინ იმყოფებოდა. აქამდე შვილიშვილთან შეხვედრა პრინცმა იმ მიზეზით ვერ მოახერხა, რომ პატარას დაბადებიდან მეორე დღეს გაემგზავრა გერმანიაში, სადაც თან კამილა ახლდა.
ორი დღის წინ, მოინახულეს პატარა პრინცი უილიამსმა და კეიტ მიდლტონმა. კეიტ მიდლტონს მეგან მარკლისა და პრინც ჰარის სახლთან უამრავი თაყვანისმცემელი დახვდა. მათ ოთხი სათამაშო გადასცეს.
სათამაშო ცხოველები ჰერცოგინიამ არჩის, ჯორჯს, შარლოტას და ლუისს უნდა გადასცეს. როგორც გაირკვა, მის შვილებს ცხოველები ძალიან უყვართ და ეს სათამაშოები ძალიან გაახარებთ.