ამაზრზენია არჩევნებში მონაწილეობის ის ფორმატი, რომელიც “ნაციონალებმა” აირჩიეს

ამაზრზენია არჩევნებში მონაწილეობის ის ფორმატი, რომელიც “ნაციონალებმა” აირჩიეს

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში 19 მაისს ის შუალედური არჩევნების შესახებ წერს და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შერჩეულ საარჩევნო ფორმატს ამაზრზენს უწოდებს.

“ნაცებს რომ წაგებული აქვთ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამაზრზენია არჩევნებში მონაწილეობის ის ფორმატი, რომელიც მათ აირჩიეს, რომელიც დამყარებულია არა ნორმალურად მონაწილეობაზე, არამედ დაძაბულობისა და არეულობის ესკალაციაზე, რასაც თავიანთი მედიასაშუალებებიდან მუდმივად ახორციელებენ.

მათი ბრძოლის ამ მიმართულებას ორი მიზანი აქვს:

  1. მიუხედავად ბაქი-ბუქისა, მათ ძალიან კარგად იციან, რომ იმ რამდენიმე ასეული ფანატიკოსი ამომრჩევლის გარდა, მხარდამჭერი ფაქტობრივად არ ჰყავთ და ცდილობენ ხელისუფლების მხრიდან ვითომდა ძალადობაზე ჩივილით, დასავლელ პარტნიორებთან გაამართლონ თავიანთი არსებობა.
  2. იმ შესაძლებლობებით, რასაც ფლობენ მაქსიმალურად დააკმაყოფილონ თავიანთი ბელადის რევანშისტული, მანიაკალური ვნებები.

ეს ყველაფერი იღებს ძალიან საშიშ ხასიათს, რადგანაც ე.წ. საოკუპაციო ზოლი ზუგდიდთან ძალიან ახლოს გადის და მათი მენტალიტეტიდან გამომდინარე, სულაც არ არის გამორიცხული მეტად სახიფათო პროვოკაციის მოწყობა.

დღეს, ხვალ და ზეგ უსაფრთხოებას და შ.ს.ს.-ს ძალიან დაძაბული მისია აკისრიათ, რომელიც ფაქტობრივად იუველირის სიზუსტით უნდა შეასრულონ.”-წერს გია გაბრიჭიძე.

 

სოციალისტი თუ წააგო ნაცმოძრაობა აუცილებლად მაწყობს არეულობას! ის მათი ჩაყვანილი ხალხი - 2000!!! არასამთავრობოს წევრი!!! დამკვირვებლებიდან უცბად გადაიქცევიან დებოშიორებად!
6 წლის უკან