უამრავი თაყვანისმცემელი ყავს, მუდამ განხილვადია მისი ცხოვრება, რას საქმიანობს ამჟამად, რატომ დაშორდა შეყვარებულს, რომელთანაც 3 წელი იცხოვრა. რას ფიქრობს დაოჯახებაზე.
როდის და როგორ გაგიცნო ფართო საზოგადოებამ?
- საზოგადოებამ 14 წლის წინ გადაცემა “ტაბუ“-თი გამიცნო, მაშინ, როდესაც ჩახდით პოპულარობა და ინტერნეტ სივრცე არ არსებობდა.
სიმღერას “ყვავილების დედოფალა“, რომელიც პრაიმ შოუსთვის შეასრულე, უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, ზოგიც ამბობდა, რომ ხმა დაამონტაჟეს, ამაზე რას გვეტყვი? ვისი იდეა იყო ამ სიმღერის ჩაწერა?
- დედოფალა საახალწლო განწყობისთვის ჩაიწერა, ანრი ჯოხაძის იდეით მთელი დღის განმავლობაში ვწერდით. ანრიმ ამ დღეს ყველა აამღერა და ვფიქრობ, რომ თითოეული არა მომღერლის ნამღერი სწორად მოერგო პიროვნულ ტიპაჟს.
ამჟამად რას საქმიანობ?
- ამჟამად ვისვენებ, თუმცა, ბევრი შემოთავაზება მაქვს. რაც ვიზრდები, უფრო პრეტენზიული და ზარმაცი ვხდები. ჩემთვის მთავარია ხარისხი და არა უაზრო პროექტებში გამოჩენა.
საზღვარგარეთ იყავი კონკურსზე, რით განსხვავდება უცხოური კონკურსები ქართული კონკურსებისაგან?
- საზღვარგარეთ კონკურსში მონაწილეობას დიდი შრომა, ნერვი და ენერგია სჭირდება. მე ქართულად წარმომედგინა და სინამდვილეში სულ სხვა რეალობა დამხვდა, დამღალა ძალიან კონკურსმა.
რა უპირატესობით გაიმარჯვა საზღვარგარეთის კონკურსზე ტაილანდის წარმომადგენელმა?
- დამჯერი გოგო იყო, მთელი კვირის განმავლობაში აქტიურობა და კარგი გამოსვლები ჰქონდა. მომზადებულიც იყო, ალბათ წლები ემზადებოდა ამ კონკურსისთვის, მეგონა, რომ მისი ცხოვრების აზრი იყო. მე გავერთე და თან ვერც გავერთე, ძალიან თავხედი მონაწილე ვიყავი.
თარჯიმანზე მინდა, გკითხო, რომლის თარგმანმა და შენმა პასუხმა ყველა გააოცა. რა მოხდა?
- ქართული სრულიად დავიწყებული ჰქონდა და კითხვაც სრულიად უაზრო და უშინაარსო დასვა.
რა შეგრძნება გქონდა, როდესაც ქართული ნაციონალური სამოსი მოირგე?
- რაღაც სიამაყის შეგრძნება დამეუფლა, ალბათ ქართული.
ამბობდი, რომ სადაც სილამაზის კონკურსი ჩატარდა, ქართველმა ვერსად ვერ მოიგოვო, რატომ ვერ ვიგებთ კონკურსებს?
- ეს ყველაფერი მომზადებას უკავშირდება, ქვეყანა უნდა ამზადებდეს კონკურსანტს. სხვა მონაწილეებს ათი კაცი ახლდა და მე სრულიად მარტო ვიყავი.
ქართულ სამოდელო სააგენტოების მუშაობას როგორ შეაფასებ? გყავს გამორჩეული სააგენტო?
- გამორჩეული სამოდელო სააგენტო არ მყავს, წლების წინ ვიყავი რამოდენიმე სააგენტოში, ალბათ არის რამოდენიმე ხარისხიანი სააგენტო.
რომელ ქართველ დიზაინერებს გამოარჩევდი და რატომ?
- ვერავის ვერ გამოვარჩევ, რადგან ამ კუთხით არ გვიჭირს და ბევრი კარგი დიზაინერი გვყავს.
მოდის სფეროს გარდა მსახიობიც ხარ, რომელ ფილმს და სერიალს გამოარჩევდი შენი მონაწილეობით და რატომ?
- შემიძლია, გამოვარჩიო “ ფსიქოპატთა თამაშები“, კარგი კოლექტივი იყო, ძალიან სახალისო გადაღების პროცესები გვქონდა. როლიც გამორჩეული იყო.
განსაკუთრებული საჩუქარი, რომელიც თაყვანისმცემლისგან მიგიღია...
- თაყვანისმცემლისგან განსაკუთრებულ საჩუქრად სახლი მივიღე.
შეყვარებულზე მინდა, გკითხო, რომელთანაც 3 წელი ცხოვრობდი. რატომ დაშორდით?
- ამოვწურეთ ერთმანეთი, ამიტომ დავშორდი. დღეს სრული ბედნიერების განცდით ვარ. თავისუფლება ჩემთვის ყველაფერია.
მის ნაჩუქარ სახლში ცხოვრობ, შერიგებას არ ფიქრობ? მას არ აქვს მცდელობა, რომ შეგირიგდეს?
- წარსულზე ბევრი საუბარი არ მიყვარს და ჩემთვის ხვალინდელი დღე უფრო მნიშვნელოვანია.