გახსოვდეთ, რომ ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია, კანონიერი ოჯახი კი, შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მან ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის მონაწილეებს მიმართა.
ილია მეორემ მრევლს მოუწოდა, რომ მშობლებისგან ლოცვა-კურთევა ითხოვონ.
„მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა, ერთ-ერთი მაინც. დაუჩოქეთ დღეს, დაიჩოქეთ იმათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა-კურთხევა. დედისა და მამის ლოცვა-კურთხევა ქმნის სასწაულს, სასწაულს ნახავთ თქვენ ცხოვრებაში, ბედნიერი იქნებით. გახსოვდეთ, რომ ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია, კანონიერი ოჯახი კი, შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან”– განაცხადა პატრიარქმა.
რასა ბრძანებთ!... ოჯახი შედგება მშობელი #1 და მშობელი #2-საგან. - ვინც ასე არ ფიქრობს, ის ჰომოფობი , მოძალადე და ბნელია!... იმაზე ბნელიც კი, "მზიურის" ზოგიერთ წევრს რომ წარმოედგინა, თურმე, დღემდე...
"ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა" - ამაში, თამარ ჩერგოლეიშვილის ახალი რუსთველოლოგიური კვლევის თანახმად, ავტორი გულისხმობდა, თურმე, რომ კაცსა და ქალს შორის არავითარი განსხვავება არ უნდა იყოს და ვისაც ვისთან მოუნდება, იმასთან უნდა შექმნას ოჯახიო!
ხომ ხედავთ, ხელახლა გადასააზრებელია ვეფხისტყაოსანი!