თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან “რუსთავი 2”-ის დაკვეთით კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებს გამოეხმაურა .
“არ ვიცი 2020 წელს რა იქნება ამაზე კვლევები, ქალბატონ კაკულიასთან სერიოზული კონკურენციაა. თუ კვლევა იყო ჩატარებული, დარწმუნებული ვარ იმაში, ყველა ქალაქში, სადაც არჩევნები ტარდება, ამის მონაცემები ექნებათ მათ და უბრალოდ, კითხვა ჩნდება, რატომ არ წარმოადგინეს, თუნდაც ზუგდიდის მონაცემები, ვინ იმარჯვებს. ჩვენ ვიცით რეალური მდგომარეობა. ჩვენც გვაქვს კვლევები, ვატარებთ კვლევებს, პულსზე გვიდევს ხელი”, – განაცადა კალაძემ.