“ჩვენ ღმერთმა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა” და ეს “ფერები” თანასწორნი არიან ღმერთის და კანონის წინაშე!

“ჩვენ ღმერთმა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა” და ეს “ფერები” თანასწორნი არიან ღმერთის და კანონის წინაშე!

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

“გავა დრო და ეს საშინელი დღე დიდებულ ადგილს დაიმკვიდრებს საქართველოს ისტორიაში.

ეს იქნება ნათელის ბნელზე გამარჯვების დღე – დღე, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ დაიწყო იმის გააზრება, რომ “ჩვენ ღმერთმა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა” და ეს “ფერები” თანასწორნი არიან ღმერთის და კანონის წინაშე!” –  წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში და ურთავს ფოტოარქივს.

17 მაისს, მაშინ როდესაც მთელს მსოფლიოში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ, საქართველოში ჩაგვრას აქციით არ გააპროტესტებენ.  “თანასწორობის მოძრაობის” აქტივისტები შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საჯარო დემონსტრაციების ნაცვლად ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას დედაქალაქში საინფორმაციო პოსტერების გამოფენით გეგმავდნენ, თუმცა მათი ინიციატივა ცენზურას ემსხვერპლა.

სარეკლამო კომპანიამ ვანდალიზმის საფრთხის გამო ორგანიზაციას თანამშრომლობაზე უარი უთხრა.

საქართველოს საპატრიარქო კი ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დღეს მასშტაბური მსვლელობით აღნიშნავს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისსაც გადაიხდის, რის შემდეგაც სამების საკათედრო ტაძრის ეზოში კონცერტი გაიმართება.

სოციალისტი მაგარი დაქნეულია.
6 წლის უკან