ლგბტქ აქტივობები და ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე – აღნიშნულ თემაზე ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში “ფეისბუქი” შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
“არც ოჯახის სიწმინდეზე გულზეხელისმობრაგუნეების მწამს და არც დაჩაგრული ცალსქესიანების, ჩემდა სამწუხაროდ, ფარისევლობის და ტყუილის ზეიმია ირგვლივ. ძალიან ბევრზე ძალიან ბევრი ვიცი და რა გავაკეთო?“- წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.
17 მაისს, მაშინ როდესაც მთელს მსოფლიოში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ, საქართველოში ჩაგვრას აქციით არ გააპროტესტებენ. “თანასწორობის მოძრაობის” აქტივისტები შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საჯარო დემონსტრაციების ნაცვლად ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას დედაქალაქში საინფორმაციო პოსტერების გამოფენით გეგმავდნენ, თუმცა მათი ინიციატივა ცენზურას ემსხვერპლა.
სარეკლამო კომპანიამ ვანდალიზმის საფრთხის გამო ორგანიზაციას თანამშრომლობაზე უარი უთხრა.
საქართველოს საპატრიარქო კი ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დღეს მასშტაბური მსვლელობით აღნიშნავს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისსაც გადაიხდის, რის შემდეგაც სამების საკათედრო ტაძრის ეზოში კონცერტი გაიმართება.