მამუკა მდინარაძე Ipsos-ის კვლევაზე: ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი საზოგადოებაზე!

მამუკა მდინარაძე Ipsos-ის კვლევაზე: ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი საზოგადოებაზე!

“2020-ის პროგნოზზე მას შემდეგ ვილაპარაკოთ, როდესაცქართული ოცნებასაზოგადოებას ეტყვის, რა გამოწვევებია, რა გააკეთა და რა პრობლემები რჩება ეკონომიკურ სფეროში. რას სთავაზობსქართული ოცნებაკიდევ ახალს, მეტ განვითარებას, მეტ ტემპს და ამის ანალიზი საზოგადოებას, დამიჯერეთ, რომ არ უჭირს”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციაქართული ოცნებისთავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებსრუსთავი 2”-ის დაკვეთით კომპანია Ipsos მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობის აზრით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს.

“ამაზე ცოტა შემდეგში ვილაპარაკოთ. ყოველშემთხვევაში, იქნება იმაზე განსხვავებული შედეგები, რაც ამ კვლევამ მოგვცა. ამ კვლევამ უამრავი კითხვის ნიშანი გააჩინა, რაზეც პასუხი არ არის. ეს არის მხოლოდ მმართველი გუნდის და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ რამენაირად საზოგადოებას დააჯერონ ტყუილი ინფორმაცია, ამ ადამიანს თითქოს რეიტინგი არა აქვს და ა.შ. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი საზოგადოებაზე. დღეს მათ არ შეუძლიათ ფიზიკური ტერორი განახორციელონ, ამის საშუალება როცა ჰქონდათ 2012 წლამდე ამას აკეთებდნენ. დღეს აქვთ საშუალება ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ტერორის და ამას ახორციელებენ წარმატებულად” განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“რუსთავი 2”-ის დაკვეთით კომპანია Ipsos მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ივანიშვილის ნეგატიური რეიტინგი პიკს აღწევს – გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობის აზრით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს.