ამ თემაზე რეპორტაჟი ამერიკაში მცხოვრებმა ჟურნალისტმა სტენ გრუნსკიმ მოამზადა. ფლორიდაში, ლინის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელი ჟურნალისტი, რომელიც ამერიკის ხმისა და "Current Times" -ისთვის ამზადებს რეპორტაჟებს ამბობს, რომ მიხელ სააკაშვილმა მაიამიში ფეშენებელური აპარტამენტი ბიძასთან, თემურ ალასანიასთან კონსულტაციით შეიძინა. მასალაში ნაჩვენებია საცხოვრებელი კომპლექსის ხედები ოკეანესა და ეზოს მხარეს. მისი თქმით, ბინების ფასი აქ მილიონნახევარი დოლარიდან იწყება. რეპორტაჟში ასევე საუბარია ექს-პრეზიდენტის ყოველდღიურ კონტაქტზე ბიძასთან და ნაჩვენებია ძვირადღირებული სასტუმროები და მაღაზიები, სადაც რეპორტიორის მტკიცებით, ყოფილი პრეზიდენტი ხშირად ჩნდება.