ჩუღურეთის რაიონში, გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ორ მისამართზე - ადიგენის N5-7 და ბურის შესახვევში საერთო სარგებლობის კიბის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოეწყობა მოაჯირები. პროექტის ღირებულება 16 074 ლარია და მას ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „გიში“ ასრულებს. სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება.