სამწუხაროდ, მრჩება განცდა, რომ გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენდი

სამწუხაროდ, მრჩება განცდა, რომ გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენდი

სამწუხაროდ, მრჩება განცდა რომ გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენდი – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან ეკონომიკის ყოფილი მინისტრ, გიორგი ქობულიაზე საუბრისას განაცხადა.

“მე მის გამონათქვამზე არაერთი კომენტარი გავაკეთე. სამწუხაროდ, მრჩება განცდა, რომ გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენდი. ზოგადად, მართვაში როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე გვქონდა და დღესაც გვაქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები. მე საზოგადოებას ამაზე ღიად ვესაუბრები. ბოლო კვარტლის შედეგები აჩვენებს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. თუ მთავრობის ბოლო სხდომას მიაქციეთ ყურადღება, სადაც მე კონკრეტული სტატისტიკა მოვიყვანე, ეს არის ყველაზე მყარი არგუმენტი. თეორიებში ლაპარაკს სჯობს, ყველამ კონკრეტული მაგალითი მოიტანოს. მე შემიძლია ერთი რამ დაგპირდეთ, როდესაც იქნება კონკრეტული ფაქტი, რომ ვიღაც კორუფციაშია გარეული, ჩვენ და კანონი იქნება ძალიან მკაცრი. ამის პირობა შემიძლია ყველას მოგვცეთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი ქობულია მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც ხელისუფლება გააკრიტიკა და ნეპოტიზმის ბუდედ მოიხსენია.