“ფეიკ ნიუსებით არის მცდელობა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეულმა ძალებმა შემოიტანონ დისონანსი საზოგადოებაში”

“ფეიკ ნიუსებით არის მცდელობა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეულმა ძალებმა შემოიტანონ დისონანსი საზოგადოებაში”


on: მაისი 17, 2019In: ბოლო სიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება ბეჭდვა Email
გაზიარებაგაზიარება
IMG.GEIMG.GEIMG.GE
დეზინფორმაციითა და ფეიკ ნიუსებით არის მცდელობა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეულმა ძალებმა შემოიტანონ დისონანსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომ, „რუსთავი 2“-ის კვლევის თანახმად, 2020 წლის არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს და მას რეიტინგით გიორგი გახარია და კახა კალაძე უსწრებენ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსგავსი კვლევები საზოგადოებას არაერთხელ უნახავს, თუმცა შემდეგ რეალობა სხვანაირი ყოფილა.

„2012 წლიდან დაწყებული, ბევრი მსგავსი ე.წ. კვლევის შესახებ მსმენია და საზოგადოების არჩევანი ყოველთვის იყო ნათელი. საზოგადოება გააკეთებს არჩევანს და კიდევ ერთხელ ყველა დავრწმუნდებით. მსგავსი ტიპის დეზინფორმაციით და ფეიკ ნიუსებით უბრალოდ, არის მცდელობა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეულმა ძალებმა შემოიტანონ დისონანსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.