მალხაზ მაჩალიკაშვილი ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს მხარდაჭერას უცხადებს.
„მოგესალმებით ჩემთვის ძვირფასო საზოგადოება, მე ძირითადად ერთი მწარე და აუტანელი ტკივილი მაწუხებს, რაზეც ჯერ სახელმწიფოსგან პასუხები არ მაქვს, ჯერჯერობით ვერ შევძელი და ვაგრძელებ ჩემს და ჩვენს ერთობლივ ბრძოლას იმისთვის, დავიცვა თემირლანის სიმართლე და დავიცვა ისევე ამ ქვეყნის ახალგაზრდობა. ვიცი იმედ დაკარგული ხელებ ჩამოშვებული თუ შევწყვეტ ამ ბრძოლას, შემდგომში არავის პრესპექტივა და სურვილი ექნებათ ებრძოლოს სიბოროტეს წინამღდეგ. ვიცი გაჩნდება ეჭვი, აგერ მაჩალიკაშვილს არაფერი გაუვიდა. ამიტომ ჩვენ ერთად მივალთ იმ სიმართლემდე და ქისტებს მოვუწოდებ, ჩვენი ადგილი აქ არის, სადაც მე ვდგევარ.
ჩვენ არ ვერევით არჩევნებში, ჩვენ არსად ვაპირებთ წასვლას, ჩარევას, არა სამართლიანი გზით. ჩვენ აქ დაველოდებით გამარჯვებასაც და სამართალს და ჩემი თხოვნა იქნება თითეულისთვის, არ მივცეთ პროვოკაციაზე წამოგების საშუალება. არარი საჭირო, თუ ჩვენგან ვინმე მხარს ვუჭერთ შუალედურ არჩევნებში ნებისმიერ პარტიას, ჩავიდეთ ადგილზე და იქ გამოვხატოთ, არარის აუცილებელი. ვუსურვოთ წარმატებები ჩვენივე ოჯახებიდან. მე მხარს ვუჭერ ქალბატონ სანდრას და ვუსურვებ ღირსეულ გამარჯვებას, რაშიც ვარ დარწმუნებული, დიდი სხვაობით უგებს მეტოქეს, გისურვებ გამარჯვებას ქალბატონო სანდრა, მე მარტო ეს შემიძლია."- წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.