როცა საუბარი სამეფო ოჯახს ეხება, ყველა დარწმუნებულია რომ მის თითოეულ წევრს თავზე მზრუნველი მოსამსახურეების მთელი არმია დასტრიალებს, თუმცა მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ამჯერად ეს სტერეოტიპიც დაამსხვრიეს.
წყვილი, რომელიც უკვე არჩი უინძორს ზრდის, ფროგმორის კოტეჯში გადავიდა საცხოვრებლად და გამომდინარე იქიდან რომ ჰერცოგინიამ მშობლის სტატუსის მორგება ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო, ყველა დარწმუნებული გახლდათ რომ ის მოსამსახურეებისა და აღმზრდელების მთელ გუნდს შემოიკრებდა.
თუმცა ასე არ აღმოჩნდა, როგორც სამეფო ოჯახის ოფიციალურმა წყარომ გაგვანდო, ჰარისა და მეგანს მოსამსახურეები არ ჰყავთ და ცდილობენ ნორმალური ადამიანის ცხოვრების წესით იცხოვრონ.
რაც შეეხება არჩი უინძორს, მის გაზრდაში მეგანს დედა- დორია რეგლანდი ეხმარება.