6 ხერხი, მოახდინოთ პირველი, დაუვიწყარი შთაბეჭდილება

6 ხერხი, მოახდინოთ პირველი, დაუვიწყარი შთაბეჭდილება

ქალს სურს, რომ აფასებდნენ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით და არა მხოლოდ გარეგნობით. თუმცა, როდესაც ადამიანს პირველად ვხვდებით, მას მხოლოდ რამდენიმე წამი დასჭირდება თქვენზე გარკვეული შთაბეჭდილების შესაქმნელად. მხოლოდ ერთი შანსი გაქვთ პირველი შთაბეჭდილების შესაქმნელად. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს კარგად გააკეთოთ.

თქვენი ქცევა

მიაქციეთ ყურადღება, თუ რამდენად კარგად ეწყობით გარშემომყოფებს. დააკვირდით სახის გამომეტყველებას, ხმის ტემბრს და სხეულის ენას. კვლევების თანახმად, ეს სამი პუნქტი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე, საუბრის მანერა.

და კიდევ, ნუ დაივიწყებთ გულწრფელ ღიმილს.

პირადი სივრცე

პროქსემიკა - ეს გახლავთ მეცნიერება, თუ როგორ ვიყენებთ გარემო სივრცეს ურთიერთობისას. ამ მეცნიერების გაცნობიერება საგრძნობლად გაზრდის წარმატების შანსს სხვა ადამიანებთან.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს გასაუბრებისას. ის ადგილი, რომელიც გიკავიათ, მეტყველებს იმაზე, რომ გესმით საკუთარი და გამსაუბრებლის როლი ამ სიტუაციაში. როდესაც დაჯდომას შემოგთავაზებენ, დაჯექით გამართულად და მოხერხებულად, ნუ დაიხრებით წინ ან უკან. თუ მოსაუბრემ კონკრეტული ადგილი არ შემოგთავაზათ, დაჯექით მის პირდაპირ. არ გადაიდოთ ფეხი ფეხზე, რადგან ეს თქვენს შებოჭილობაზე მეტყველებს.

თქვენი სამოსი

თქვენი სამოსი საუბარსა და ქცევას უნდა შეესაბამებოდეს. თუ გსურთ პირველი კარგი შთაბეჭდილების მოხდენა, ტანსაცმელი სუფთა უნდა იყოს და კარგად მორგებული ტანზე. ასევე, უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ სიტუაციას.

თქვენი აქსესუარები

გახსოვდეთ წესი: "რაც ნაკლები, მით უკეთესი". ნუ გაიკეთებთ ზედმეტ სამკაულებს - აქსესუარები იმიჯის დამატება უნდა იყოს და არა მთავარი შემადგენელი. ფეხსაცმელიც არანაკლებმნიშვნელოვანია. ამიტომ დარწმუნდით, რომ იგი იდეალურ მდგომარეობაშია.

თქვენი ვარცხნილობა

თქვენს ვარცხნილობას შეუძლია იდეალურად დაასრულოს იერსახე, ან სრულიად დაანგრიოს იგი. არეული, ცხიმიანი და ლაქიანი თმა დადებით შთაბეჭდილებას ნამდვილად ვერ მოახდენს. ამიტომ დარწმუნდით, რომ თმა, ისევე, როგორც ფრჩხილები, იდეალურ მდგომარეობაშია.

თქვენი მაკიაჟი

მაკიაჟი დაგეხმარებათ, უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი, თუმცა, იგი სიტუაციის შესაბამისად უნდა შეარჩიოთ. მაგალითად, გასაუბრებისთვის არ არის მიზანშეწონილი მკვეთრი მაკიაჟი. შეარჩიეთ მსუბუქი, ბუნებრივი ფერები, რომლებიც თქვენს ნაკვთებს ხაზს გაუსვამს.

და გახსოვდეთ: თუ როგორ წარმოაჩენთ თავს, კავშირშია იმასთან, როგორ აღგიქვამთ სამყარო. თუ ისწავლით საკუთარი თავის სწორად გამოხატვას იერსახის მეშვეობით, მეტი საშუალება მოგეცემათ, დატოვოთ კარგი შთაბეჭდილება.