ნიკოლოზ ჩხეტიანი: აშენებული ახალი ბაღი შეაჩერებს მიგრაციას სოფლიდან

ნიკოლოზ ჩხეტიანი: აშენებული ახალი ბაღი შეაჩერებს მიგრაციას სოფლიდან

სოფელ ძველ ხიბულაში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს ფონდ "ქართუს" დირექტორი, ნიკოლოზ ჩხეტიანი გაეცნო.

"როგორც კი ბატონი ბიძინა ჩამოვიდა სოფელ ძველ ხიბულაში, სადაც შეხვდა მოსახლეობას, მას შემდეგ, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ფონდი "ქართუ" ჩაერთო უამრავ ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნულ მუნიციპალიტეტში. კერძოდ, ახლა ვიმყოფებით საბავშვო ბაღის მშენებლობის ადგილზე, ეს ბაღი აშენდება ფონდი "ქართუს" მიერ, სოფლის მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, გათვლილი იქნება 60 აღსაზრდელზე და ხელს შეუწყობს აღსაზრდელების უკეთეს მოვლას, მიგრაციის პროცესების შეჩერებას და უკეთეს პირობებს მოსახლეობისთვის. ბაღის მშენებლობის ღირებულება არის მილიონ-ნახევარი ლარი და ის წლის ბოლომდე დასრულდება," - ფონდი "ქართუს" თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა.