გგონიათ ქალის შეხედვისას მამაკაცი მხოლოდ მკერდს, ლამაზ ფეხებსა და უკანალს უყურებს? ცდებით, თუ ასე ფიქრობთ. სინამდვილეში ისინი სხვა დეტალებსაც აკვირდებიან და ისეთ რაღაცებს ამჩნევენ, რასაც ვერც კი წარმოიდგენთ.
ვნახოთ 11 დეტალი, რომლებსაც მამაკაცი ქალში ამჩნევს.
მისთვის მნიშვნელოვანია თქვენი პიროვნება, ხასიათის შტრიხები და მარტივად შეუძლია იმის გამოცნობა თუ როგორი ადამიანი ხართ სინამდვილეში - ყველაზე სექსუალური მეგან ფოქსიც კი ვერ არის წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობებში და ყოველივეს თვითონვე მიაწერს თავის მძიმე ხასიათს. მამაკაცი თქვენში დადებით მახასიათებლებს ურთიერთობის დასაწყისშივე ამჩნევს. ხასიათი - სწორედ ეს არის მთავარი, რის გამოც მას თქვენთან ურთიერთობა სურს, ან პირიქით, გაგირბით.
ფრჩხილები - მოვლილი ფრჩხილები, ისევე როგორც მოუვლელი, არის ის დეტალი, რომელიც მამაკაცს მარტივად ხვდება თვალში და ყოველივეს დიდ ყურადღებას აქცევს. ფრჩხილების საშუალებით მათ წარმოდგენა ექმნებათ იმაზე, თუ რამდენად ზრუნავს ქალი საკუთარ თავზე.
ამჩნევს ხართ თუ არა ბედნიერი - არავის მოსწონს უბედური გამომეტყველების მქონე ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც მუდამ გაბრაზებული და მოწყენილია. ასეთ ქალებს კაცები გაურბიან.
ამჩნევს იმას, თუ რამდენად თავდაჯერებული ხართ - ისევე როგორც ქალებს გვსურს გვერდით თავდაჯერებული კაცი გვყავდეს, კაცებსაც მსგავსი სურვილები აქვთ. მათ უნდათ, რომ გვერდით საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი ჰყავდეთ, რომელმაც იცის, თუ რა სურს.
ის ხვდება ხართ თუ არა მოდური - საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ მოდა მხოლოდ ქალების აინტერესებთ და კაცებს ამ საკითხის არაფერი გაეგებათ. მაგრამ რეალურად ასე არ არის. უფრო მეტიც, ზოგიერთი მამაკაცისთვის უმნიშვნელოვანესია ის, თუ როგორ აცვია მის გვერდით მყოფ ქალს. ზოგიერთ მათგანს მოსწონს ქალი პიჟამოში, ზოგსაც ქალი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით.
ის ამჩნევს, თუ რამდენად აქტიური ხართ, გყავთ თუ არა დიდი სამეგობრო წრე და მოსწონხართ თუ არა ადამიანებს - კაცების უმეტესობას მოსწონს, როცა მის გვერდით მყოფი ქალი სოციალურად აქტიურია, რომ დიდი და მხიარული სამეგობრო წრე ჰყავს, რომ მის აზრს სხვებისთვის მნიშვნელობა აქვს. არ არის აუცილებელი, რომ მის კონგენიალურობა იყოთ, თუმცა საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანებით, როგორც წესი, იშვიათად იხიბლებიან.
ის ამჩნევს, თუ რამდენად ბევრი საერთო გაქვთ - მამაკაცი, როგორც წესი, სასიყვარულო ურთიერთობას იწყებს იმ ქალთან, რომელთანაც ბევრი საერთო აქვს. ასეთ დროს წყვილს შორის ურთიერთნდობა ყალიბდება.
ის ამჩნევს ქალის ღიმილს - ღიმილი, ეს ის არის, რისი დანახვაც კაცს ყველაზე მეტად მოსწონს და მამაკაცის ყურადღებას მარტივად იპყრობს ის ქალი, რომელსაც გულწრფელი სიცილი შეუძლია.
ის გრძნობს თქვენს სურნელს - კაცების უმეტესობას აგიჟებს ქალის სურნელი, სუნამო, რომელსაც იყენებთ. ის იმახსოვრებს ამ სურნელს და მარტივად შეუძლია მისი ამოცნობა.
ის ამჩნევს, თუ რამდენად მზად ხართ სიყვარულისთვის - მამაკაცი ქვეცნობიერად გრძნობს იმას, თუ რამდენად ხართ მზად სიყვარულისთვის, რომანტიკული ურთიერთობისთვის და დგამს აქტიურ ნაბიჯებს.