„ჩვენს სწორ პოლიტიკაში ჩვენ მუდმივად სასიკვდილო საშიშროების წინაშე ვდგავართ“

„ჩვენს სწორ პოლიტიკაში ჩვენ მუდმივად სასიკვდილო საშიშროების წინაშე ვდგავართ“

სწორი ანალიზი სწორი პროგნოზის აუცილებელი პირობაა. ნეიტრალიტეტი, როგორც პოლიტიკა, დიდი ხანია მხილებულია ორ ფუნდამეტურ ნაკლოვანებაში. პირველი - ნეიტრალიტეტი არის არარეალისტური პოლიტიკა. მე თუ მარჯვნივ მეზობლად მგელი მყავს და მარცხნივ - დათვი და თუ ვაცხადებ „არ ვიჭმევი“, დიდი ალბათობაა, რომ ისინი არ დამიჯერებენ და თავის ამ უნდობლობას მაშინვე საქმით დამიმტკიცებენ.

მეორე - ნეიტრალიტეტი არადამოუკიდებელი პოლიტიკაა. მაგალითს მოვიყვანთ. ავსტრია წმინდად გერმანული ქვეყანაა. კარგ გერმანულად მიჩნეულია ვენური გერმანული და არავითარ შემთხვევაში - ბერლინური. ავსტრია მსოფლიომ სცნო ნეიტრალურად იმიტომ, რომ მისთვის მოხერხებული იყო ავსტრიის დაუსჯელობა ნაცისტური გერმანიის ცოდვებისათვის. შვეიცარია ნეიტრალურად დარჩა (მას ხელი არავინ ახლო) იმიტომ, რომ მისი თავისუფლად მომქმედი ბანკები ორსავე მეომარ მხარეს ემსახურებოდა. ფინეთის ნეიტრალიტეტი ხელუხლებელი დარჩა იმიტომ, რომ ფინელები ზუსტად ატყობინებდნენ საბჭოთა კავშირს, როდის მოხდება ალყაში მოქცეული ლენინგრადის საარტილერიო დაბომბვა და რა მიმართულებით.

დღეს გამოყენებული ტერმინი „სამხედრო მიუმხრობლობა“ („პატრიოტთა ალიანსი“) მხოლოდ ევფემიზმია (ლამაზი გამოთქმაა) „ნეიტრალიტეტის“ ცნების შესანიღბავად. ვინც დღეს ამ ცნებას პრაქტიკულად იყენებს „ობიექტივის „ არხზე მკაფიოდ აცხადებს თავის გეგმას. მას უნდა 27 მაისიდან 2 საათიანი ყოველდღიური საინფორმაციო მიტინგების ჩატარება თავისუფლების მოედანზე, ხოლო 15ივნისიდან - მუდმივი ყოფნა ამ მოედანზე მანამდე, სანამ ხელისუფლება არ დათმობს, ანუ ისინი გვპირდებიან უსასრულო კონფლიქტს.

კითხვა დგას: პოპულარობის იმედი ამ გეგმას ვერ ექნება. ვისი ნება დგას ამ გადაწყვეტილების უკან? თუ გავითვალისწინებთ ამ პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ ადრე გამოთქმულ სიმპათიებს, ეს ნება, უნდა ვივარაუდოთ, არის რუსეთის ნება. ამ უკანასკნელს ადრე ემორჩილებოდა მხოლოდ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და ზოგი სხვა თავისი კატასტროფულად მწირი IQ-თი, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთს, ძლევამოსილ მეომარს ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენი ტერიტორიების დამპყრობს, „უნდა შევურიგდეთ“.

ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან და, საერთოდ, დასავლურ სამყაროსთან, ძალიან რთულია და რთული იქნება მუდამ. ჩვენი პრინციპი საქართველოსა და ნატოს ურთიერთობისა არაერთხელ გამოქვეყნებულა. ეს პრინციპია: შეგვიძლია ნატოში ყოფნა მისი წევრობის სახით, მასთან, როგორც მთელთან, - ალიანსის სახით და მის ცალკეულ წევრებთან - ალიანსის სახით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უარსებითესია, რომ ეს ალიანსები იყოს ხელშეკრულებით გაფორმებული და არა მხოლოდ ზეპირი. როდესაც ბატონი თარხან-მოურავი გვეუბნება, რომ ნატოსთან კავშირი ჩვენ წელიწადში 400 000 მლნ დოლარად გვიჯდება, იგი ყალბობს: ამ თანხის ერთი დიდი ნაწილი სინამდვილეში ხმარდება ამერიკული იარაღის შესყიდვას (რის გარეშეც ჩვენს მეზობლებს სათანადო ენით ვერ დაველაპარაკებით), დანარჩენი ნაწილი კი ხმარდება ერთობლივ წვრთნებს, რომლებიც, ბუნებრივია, ორივე მხარის ხარჯით მიმდინარეობს.

ჩვენ ვითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი ურთიერთობა დასავლეთთან, სამხედროს ჩათვლით, ძალიან რთული იქნება დღესაც, ხვალაც და უსასრულო მომავალშიც, მაგრამ მოსალოდნელმა სირთულემ არ უნდა დაგვავიწყოს ჩვენი პოლიტიკის სისწორის აუცილებლობა.

ვალდებულნი ვართ აღვნიშნოთ, რომ ჩვენს სწორ პოლიტიკაში ჩვენ მუდმივად სასიკვდილო საშიშროების წინაშე ვდგავართ. რატომ აცხადებს პუტინი და თითქოს საქმით გვიჩვენებს თავის მტკიცე ნებას, რომ დასავლეთს არ დაუთმოს. პასუხი ხელისგულზე დევს - იმიტომ, რომ არსებობს ტრამპის მკაფიო განცხადება: „ჩვენ არ ვებრძვით ტერორიზმს. ჩვენ ვებრძვით რუსეთს და ჩინეთს“. პუტინი, რომელიც დღესდღეობით ომის წაგებული მხარეა, ბლეფობს, ვითომ მზად იყოს ამ სიახლისათვის. რა და რა შესაძლებლობები და გეგმები აქვს პუტინს ამ პოზიციის მიმოხრისა, არ ვიცით. მაგრამ ერთი ვიცით - იგი მუდმივი ცდუნების წინაშეა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბირთვული იარაღი იხმაროს და ამით დამნაშავე აღმოჩნდეს ადამიანობის წინაშე, აქედან გამომდინარე ყველა შედეგებით.

 

 

tngh სამიოდე დღის წინ ვუსმინე ტ/კ "ობიექტივის" ეთერში ღრმად პატივცემულ "პუპუზა" ბ-ნ ნოდარ ნათაძეს. ის ცოდვა, რაც მის კისერზეა, XX საუკუნის 90-ან წლებში, სრულად გავიხსენე. არც ბ-ნი პაატა კოღუაშვილია "სუფთა" იმ წლებში. დღეს ისევ დემაგოგიას აგრძელებენ. საბედნიეროდ, საქრთველოში პოპულიზმის 30 წლიანი ეპოქა მთავრდება და ნეიტრალიტეტის პროცესი შეუქცევადი ხდება.
4 წლის უკან
ანდრია tngh - კონკრეტულად ხომ არ შეგვახსენებდით ნათაძის და კოღუაშვილის ცოდვებს?
4 წლის უკან
DDDzia ახლა ამის დამწერს თავში მთხლე არ აქვს?
არ ვარ ნინო ბურჯანაძის მეხოტბე, მაგრამ შე ჩემის გადა-გრეულო, რა სჭირს ბურჯანაძეს, ან სხვების, მათ შორის ჩემს IQ-ს შენი შესაფასებელი, ან დასაწუნებელი?
გასაგებია, რომ შეკვეთაა "რბილი ძალის" გასანეიტრალებლად, მაგრამ ცოტა ტვინი ხომ უნდა დაატანო, რასაც წერ, იმას? ეს სტატია სწორედ, რომ "რბილი ძალის" წისქვილზე ასხამს წყალს.
მივყვები ნაბიჯ-ნაბიჯ:
"ავსტრია მსოფლიომ სცნო ნეიტრალურად იმიტომ, რომ მისთვის მოხერხებული იყო ავსტრიის დაუსჯელობა ნაცისტური გერმანიის ცოდვებისათვის" - ტყუილია! ავსტრია ნეიტრალურად ცნეს მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭოთა ჯარების ავსტრიიდან 1955 წელს გამოყვანის პირობა მხოლოდ მისი ნეიტრალიტეტი იყო.
"ფინეთის ნეიტრალიტეტი ხელუხლებელი დარჩა იმიტომ, რომ ფინელები ზუსტად ატყობინებდნენ საბჭოთა კავშირს, როდის მოხდება ალყაში მოქცეული ლენინგრადის საარტილერიო დაბომბვა და რა მიმართულებით" - ტყუილია!!! ფინეთმა სსრკ-ს ომი გამოუხცადა გერმანიასთან ერთად, ფაშისტებთან იყვნენ ალიანსში 1944 წლამდე, მანამ, სამამ მათ ცხვირ-პირი არ დაამტვრიეს და ფინეთმა კაპიტულაცია არ გამოაცხადა. ფინეთის ოკუპაციის პირობის საპირისპირო მოთხოვნა იყო მისი ნეოტრალიტეტი და ფინეთმაც აღიარა. ისე, ინფორმაციისთვის - ფინეთი დღესაც მთელ, ვიმეორებ, მთელ შეიარაღებას ყიდულობდა სსრკ-დან და დღეს რუსეთიდან.
" ნატოსთან კავშირი ჩვენ წელიწადში 400 000 მლნ დოლარად გვიჯდება, იგი ყალბობს: ამ თანხის ერთი დიდი ნაწილი სინამდვილეში ხმარდება ამერიკული იარაღის შესყიდვას (რის გარეშეც ჩვენს მეზობლებს სათანადო ენით ვერ დაველაპარაკებით)" - ისე ხომ დაველაპარაკებით?!
2008-ში საქართველოში შემოსულ რუსებს ვაღემატებოდით რაოდენობრივადაც, შეირაღებითაც და იარაღის რაოდენობითაც. რამდენი ხანი ველაპარაკეთ რუსებს "სათანადო ენით"???
"პუტინი, რომელიც დღესდღეობით ომის წაგებული მხარეა, ბლეფობს" - რომელი ომი წააგო რუსეთმა, ხომ ვერ შეგვახსენებდით? სირიაში, ვენესუელაში, კუბაში, ირანში, თუ თავის ტერიტორიაზე???
"რა და რა შესაძლებლობები და გეგმები აქვს პუტინს ამ პოზიციის მიმოხრისა, არ ვიცით" - აბა რას მიაცვ-მოაცვამთ?
ძალიან კარგად იცით, ჩვენც ვიცით, მაგრამ ამაში, ამ სიდებილის წერაში გიხდიან და სხვა რა გზა გაქვთ?
"მაგრამ ერთი ვიცით - იგი მუდმივი ცდუნების წინაშეა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბირთვული იარაღი იხმაროს და ამით დამნაშავე აღმოჩნდეს ადამიანობის წინაშე, აქედან გამომდინარე ყველა შედეგებით" - ამის დაწერის შემდეგ განა მართლა მთხლე არ გაქვს ავტორო თავში?
ეს უკვე სიდებილეც არ არის, ეს მადიცინისთვის ჯერ კიდევ დაუდგენელი სიმპტომებია.
ასე გააგრძელეთ და ცოტა ხანში საქართველოში ქართველი რომ არ დარჩება, ისიც რუსეთს დააბრალეთ!
4 წლის უკან