17 მაისს სახალხო მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და სამების ტაძარში დასრულდება

17 მაისს სახალხო მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და სამების ტაძარში დასრულდება

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, სახალხო მსვლელობა შედგება რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს.

მსვლელობა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება. საპატრიარქოს აქციას "ქართული მარში“ წარმომადგენლებიც შეუერთებიან.

"აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არა აქვს, იგი არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი. კიდევ ერთსაც შევნიშნავთ, რომ ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი", - აცხადებენ საპატრიარქოში.