ეს არის ფანტაზია, ასეთ მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია - კობა ნარჩემაშვილი კვირიკაშვილის ახალ პარტიაზე

ეს არის ფანტაზია, ასეთ მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია - კობა ნარჩემაშვილი კვირიკაშვილის ახალ პარტიაზე

დამოუკიდებელი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი კვირიკაშვილის პარტიაში იქნება.

"ეს არის ფანტაზია. ასეთ მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია“, - აღნიშნა კობა ნარჩემაშვილმა.

კობა ნარჩემაშვილი პარტიულ თანამშრომლობას არ აპირებს და ამ ეტაპზე პარლამენტის რამდენიმე დეპუტატთან თემატური თანამშრომლობა ექნება. თანამოაზრეებად კი მაგალითისთვის ბიძინა გეგიძე და ლევან კობერიძე დაასახელა.

"ჩემთვის ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია, პარლამენტის შიგნით გამოიძებნოს ადამიანები, რომლებთანაც საზოგადოების საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით თემატური თანამშრომლობა მექნება. შესაძლოა, ეს იყოს ფრაქციული თანამშრომლობა, ოღონდ ამას უნდა ჰქონდეს არა რაოდენობრივი, არამედ შინაარსობრივი და ხარისხობრივი დატვირთვა.

ბიძინა გეგიძე ჯერჯერობით უმრავლესობის წევრია, თუმცა მისი პოზიციები ჩემთვის ახლოსაა. ლევან კობერიძესთან ბევრ საკითხზე მაქვს თანხვედრა“, - აღნიშნა კობა ნარჩემაშვილმა.

ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პარტიას ქმნის. ახალ პარტიაში შესაძლოა, ეკონომიკის ექსმინისტრი გიორგი ქობულია, დეპუტატები შოთა შალელაშვილი, ბიძინა გეგიძე, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი და ზაზა ხუციშვილი ვიხილოთ.