"ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ “2020NEWS”- თან მონაჭორი უწოდა ინფორმაციას, რომლის მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და გიორგი ქობულიასთან, ზაზა ხუციშვილთან, შოთა შალელაშვილთან, ლევან კობერიძესთან, კობა ნარჩემაშვილთან და ბიძინა გეგიძესთან ერთად, პოლიტიკურ პარტიას ქმნის.
"ეს ინფორმაცია ჟურნალისტებიგან გავიგე. კვირიკაშვილისგან პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია არ მსმენია. ასე, რომ ვარაუდებითა და ჭორებით საუბარს არ დავიწყებ. კვირიკაშვილთან კონსტუქციული ურთიერთობა მაქვს, ისეთი, როგორც მქონდა დღემდე, ანუ კარგი და მეგობრული“, - განაცხადა გეგიძემ.
ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრთან გიორგი ქობულიასთან, მმართველი პარტიის წევრებთან ზაზა ხუციშვილთან, შოთა შალელაშვილთან, ბიძინა გეგიძესთან და "ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებთან ლევან კობერიძესთან და კობა ნარჩემაშვილთან ერთად პარტიას ქმნის.