აქაც სანდრა, იქაც სანდრა – დიდი მობილიზაცია “რუსთავი2”-ზე

აქაც სანდრა, იქაც სანდრა – დიდი მობილიზაცია “რუსთავი2”-ზე

შუალედურ არჩევნებამდე სულ 2 დღე დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე რეგიონში იმართება არჩევნები, ყველაზე მეტი აქცენტი მაინც ზუგდიდზეა გადატანილი და ერთ დიდ ფრონტის ხაზადაც კი იქცა.

ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსის “გასაპიარებლად” კი “რუსთავი2”-ის ტრადიციული პროპაგანდის მანქანა ჩაირთო. უთოც რომ ჩართოთ სანდრა რულოვსს დაინახავთ.

მიუხედავად იმისა, რომ გადაცემები “პროფილი” და ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ აპოლიტიკური ფორმატისაა, პოლიტიკამ ყველა შეზღუდვა გაანგრია და პირდაპირ გასართობ შოუში შეიჭრა.

ჯერ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში შედგა სააკაშვილ-რულოვსის ბენეფისი, შემდეგ გადაცემა პროფილში, სადაც ამჯერად მიხეილ სააკაშვილიც ჩაერთო. მოკლედ, “რუსთავი2”-ზე დიდი მობილიზაციაა, დავალება მიღებულია, სანდრამ უნდა გაიმარჯვოს და ამისათვის ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს არავინ.