დასრულდა ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი ყაზახეთში

დასრულდა ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი ყაზახეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრა ყაზახეთში ვიზიტი დაასრულა და შედეგები შეაჯამა. მამუკა ბახტაძის შეფასებით, ეს იყო ნაყოფიერი ვიზიტი.

 “დასრულდა ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი ყაზახეთში, სადაც შევხვდი რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს, პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინს და სენატის თავჯდომარეს დარიგა ნაზარბაევას.

ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში კი შევხვდი ყაზახეთის პირველ პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს.

ყაზახეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა.

მოვაწერეთ ხელი “საგზაო რუკას”, რომლის მიხედვითაც შემდეგი 3 წლის განმავლობაში უნდა გავაორმაგოთ სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის.

ჩვენ ერთობლივი ძალებით ვავითარებთ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც წინაპირობაა იმისა, რომ სწორედ საქართველო უნდა გავხადოთ რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ქვეყანას სამაგალითო პარტნიორობისთვის.”– განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.