ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია, ნაციონალური მოძრაობის წევრ თინა ბოკუჩავას მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტის გამო ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ ემოციურ ფონზე დაწერა ეს პოსტი, რაც განპირობებული იყო ნაც.მოძრაობის პროვოკაციული ქმედებებით.
“ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩადენილი პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების გამო, როდესაც ადგილი ქონდა საკრებულოში შეჭრის მცდელობას, ვიყავი აღშფოთებული და ემოციურ ფონზე, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოვაქვეყნე მიუღებელი სტატუსი, რის გამოც, მინდა ბოდიში მოვუხადო ადრესატს და საზოგადეოებას.”– წერს თაზო ფაცაცია.