დენიელ კრეიგი ჯეიმს ბონდის მომდევნო ფილმის გადასაღებ მოედანზე დაშავდა. როგორც ცნობილია, სცენას კარიბის ზღვაში მდებარე ქვეყანაში, იამაიკაზე იღებდნენ.
მსახიობი სავარაუდოდ ბონდის რომელიმე ილეთს ასრულებდა, როდესაც წაიქცა და დაშავდა. მას სავარაუდოდ პრობლემები ტერფზე აქვს. ჯანმრთელობის შესამოწმებლად კრეიგი ამერიკაში გადაიყვანეს.
ბონდის 25 ფილმის სახელი ჯერჯერობით უცნობია. ის 2020 წლის 8 აპრილს უნდ აგამოსულიყო, თუმცა უცნობია, გადაიწევა თუ არა პრემიერის თარიღი. ამ დროისთვის, ფილმის გადაღებები შეჩერებულია.