Game Of Thrones-ის ფინალური სეზონით ფანების არმია უკმაყოფილოა. ამ ფრაზის თქმა უკვე იმდენჯერ მოგვიწია, რომ ...
მაყურებელს არც "სიკვდილიანობის სტატისტიკა", არც პერსონაჟების განვითარების ხაზი და არც ომების ეპიკურობა მოსწონს. მათი აზრით, ამ სეზონში კარგი მხოლოდ მუსიკა და კოსტიუმები იყო.
ერთგულმა ფანებმა იმედგაცრუებისთვის სამაგიერო გადაუხადეს სერიალის შემქმენელებს და IMDB-ზე რეიტინგი გაუნადგურეს. მაგრამ მხოლოდ ეს არ იკმარეს.
ერთ-ერთმა მაყურებელმა, ჩათვალა, რომ სერიალი ახალ სეზონს იმსახურებს, რომელიც კომპეტენტურმა სცენარისტებმა უნდა გადაიღონ. ამისთვის მან პეტიცია შექმნა.
"დევიდ ბენიოფმა და დ.ბ. ვაისმა დაამტკიცეს, რომ არიან არაკომპეტენტური სცენარისტები. მათ არ შეუძლიათ წერა, როცა არ აქვთ საწყისი მასალა (წიგნები), რომელსაც დაეყრდნობიან. ეს ისტორია იმსახურებს ფინალურ სეზონს, რომელსაც აზრი ექნება", — წერს ავტორი.
პეტიციას ამ ეტაპზე 240 ათასი ხელმომწერი ჰყავს, მის გასაგზავნად კი სულ 300 ათასი ადამიანია საჭირო.
შეუერთდებით ფანების არმიას მთელი მსოფლიოდან?