ევროვიზიის ნახევარ ფინალისტის, თამთა გოდუაძის გამოსვლა, დასავლური ტაბლოიდების განხილვის საგანი გახდა.
„ევრო-უარი!“- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა The Sun, სადაც ნათქვამია, რომ თამთა გოდუაძემ მაყურებლები სიშიშვლის ილუზიით, შოკში ჩააგდო.
„მომღერალს ნომრის დასაწყისში ტყავის ჩექმები და შავი ქურთუკი ეცვა, თუმცა შიდა სამოსის უჩვეულო არჩევანითა და „ოპტიკური ილუზიით“ ფანები ისტერიკაში ჩააგდო,“- ნათქვამია სტატიაში.