გია მხეიძე გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს

გია მხეიძე გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს

გია მხეიძე გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებებზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს. გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებების ადრესატი გია მხეიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს მის მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიას.

დღეს ზუგდიდში პრესკონფერენცია გამართეს ნუგზარ წიკლაურმა და ნიკა მაჭუტაძემ, რომელთა თქმითაც, „ზვიად გამსახურდიას დევნაში მხილებული და 2016 წელს ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევისთვის ბრალდებული გია მხეიძე მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს“.

„არასდროს მიმიღია მონაწილეობა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დევნის ოპერაციაში, რასაც მისი თანამებრძოლებიც დაადასტურებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სიცრუის მანქანა აგრძელებს ჩემს მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიას. მოვითხოვ ამ ფაქტებზე სამართლებრივ რეაგირებას“, – განაცხადა გია მხეიძემ.

მხეიძის თქმით, არასდროს ყოფილა რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების წევრი, არ მუშაობს სახელწიფო სამსახურში და არც ერთ პოლიტიკურ ძალას შეეკითხება მშობლიურ სოფელში ჩასვლაზე ნებართვას.

როგორც მხეიძემ აღნიშნა, სწორედ მსგავს ცილისწამებას უკავშირებს 2016 წლის არჩევნების პერიოდში მის დაკავებას.