ახალგაზრდა და მშვენიერი მომღერალი, ვერიკო ტურაშვილი ორი შვილის დედაა, უფროსი ქალიშვილი ლიზა ბერუჩაშვილი ვერიკოს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მისი პირველი ქორწინება ტრაგიკულად დასრულდა, ვერიკოს ქმარი, გოშა ავტოავარიას ემსხვერპლა. თუმცა მომღერალმა ქმრის დედა არ მიატოვა და ახალ სახლშიც კი დედამთილთან ერთად ცხოვრობს.
ოთხი წლის წინ, ვერიკოს ცხოვრებაში სიახლე გაჩნდა, ის შეყვარებული იყო უცნობ ახალგაზრდაზე ლაშა ნაკაიძეზე, რომელთანაც შვილიც ჰყავს პატარა ნატაშკა.
ლაშა და ვერიკო არ დაქორწინებულან. ისინი ისე დაშორდნენ ერთმანეთს, საქმე ქორწილამდე არც მისულა და ამის მიზეზად სხვადასხვა საკითხს ასახელებენ.
ვერიკო პატარა გოგონას დამოუკიდებლად ზრდის და სამაგალითო დედაა. სულ ცოტა ხნის წინ, ლაშა ნაკაიძესთან გამოქვეყნდა ინტერვიუ, სადაც ვერიკოს და პატარა ქალიშვილის შესახებ საუბრობს.
- მე და ვერიკოს გვყავს საერთო შვილი ნატაშკა, რომელიც უკვე დიდი გოგოა. ფანტასტიური ურთიერთობა გვაქვს. მნიშვნელობა აქვს მშობლები ერთად იქნებიან თუ არა, მაგრამ ვცდილობ და ამ ბოლო დროს ვერიკოც მეხმარება, რომ ბავშვს დისკომფორტი არ შევუქმნათ, იმის გამო რომ დედ-მამა ცალცალკე არიან.
საერთო შვილი გვყავს და ამ დროს ემოციური ფონი მეორეხარისხოვანია. დედამისი ამბობს, რომ ვუყურებ, შენ გხედავო, ძალიან მგავს. ბავშვი უკვე ორ ენაზე ლაპარაკობს და მესამეს სწავლობს.